უცხოეთი
დიმიტრი პესკოვი - რაც უკრაინაში ხდება, მტერსაც კი არ ვუსურვებ

      საქართველო, 6 დეკემბერი, საქინფორმი. მიხეილ სააკაშვილის დაკავებას კრემლში გამოეხმაურნენ.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ მოსკოვში არ არიან შეჩვეული „სახურავზე მჯდომი ადამიანების განცხადებებზე რეაგირებას“.
„კიდევ ერთხელ გვაკვირვებს სააკაშვილი. ჰალსტუხის ღეჭვიდან სახურავზე აძრომამდე, მან გარკვეული გზა გაიარა პოლიტიკაში, ეს იყო დაბრკოლებებით აღსავსე გზა. ახლა მისი სიტუაცია რთულია“, – განაცხადა პესკოვმა.
ჟურნალისტებმა პესკოვს კომენტარი სთხოვეს სააკაშვილის განცხადებაზე,  რომ მისი „გატაცება“ პუტინის ბრძანებით მოხდა, რაზეც პესკოვმა უპასუხა, რომ რაც უკრაინში ხდება,  „უკრაინის ტკივილია და მტერსაც კი არ ვუსურვებ“.

1tv.ge