საზოგადოება
სანდრა რულოვსი: „როდესაც მიშა არის ჩართული პროცესში, ვითარდება ისე, როგორც არავინ ელოდება

      საქართველო, 6 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებმა სპეცრაზმის მანქანიდან გადმოიყვანეს (ვიდეო იხ. აქ).
პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, ოდესის ყოფილი გუბერნატორის მხარდამჭერებმა იმ ავტომობილის მინები ჩაამტვრიეს, სადაც სააკაშვილი ჰყავდათ დაკავებული.
ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა გათავისუფლებისთვის და განაცხადა, რომ აქციებს გამართავს უკრაინის პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნით და კვლავ გააგრძელებს ბრძოლას. პოროშენკო ცდილობს ჩემს დაკავებას პუტინთან გარიგების შედეგად. თქვენთან ერთად ბრძოლას კვლავ გავაგრძელებ. არ უნდა გვეშინოდეს, ჩვენ მილიონები ვართ და ძალიან ძლიერები”, – მიმართა სააკაშვილმა მხარდამჭერებს.
საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მეუღლემ სანდრა რულოვსმა, ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, კიევში სააკაშვილის დაკავებას მოსალოდნელი უწოდა. ეს, რა თქმა უნდა, ის არის, რასაც ჩვენ თვეებია ველოდებოდით, ბოლო კვირები განსაკუთრებით, როდესაც მის ირგვლივ ყველას საქართველოში ან სხვაგან დეპორტირება გაუკეთეს, სცემეს ან შეაშინეს. მიშაც ელოდებოდა ამას, რა თქმა უნდა, მაგრამ არ ჩერდებოდა მისი აქტიურობა და შედეგი სახეზეა", — განაცხადა რულოვსმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -თან სატელეფონო საუბრისას.
როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად მოვლენების პროგნოზირებისა, მომხდარით შეშფოთებულია. როდესაც მიშა არის ჩართული პროცესში, ვითარდება ისე, როგორც არავინ ელოდება", — აღნიშნა რულოვსმა.
მომხდარში სააკაშვილის მეუღლემ უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დაადანაშაულა. როგორც ცნობილია, დღეს პოროშენკომ ჩემს ქმარზე თავდასხმა მის ბინაში, კიევის ცენტრში განახორციელა. ვფიქრობ, რომ ეს თვეების განმავლობაში მიმდინარე პოლიტიკური დევნის დასასრულია, მაგრამ სინამდვილეში მხოლოდ ახლა იწყება ნამდვილი ბრძოლაუკრაინასა და საქართველოში", — დაწერა რულოვსმა Facebook-გვერდზე.

 


საქინფორმი