აქტუალური
მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარე: „იმედი მაქვს, საქართველოსთან მეგობრობა უფრო წარმატებული გახდება!“

      საქართველო, 5 დეკემბერი, საქინფორმი. მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარე ივან ბრაიოვიჩი იმედოვნებს, რომ საქართველო-მონტენეგროს მეგობრობა კიდევ უფრო წარმატებულ თანამშრომლობაში გადაიზრდება. მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარეს ქართველმა კოლეგამ ირაკლი კობახიძემ უმასპინძლა, რის შემდეგაც მხარეებმა მედიასთან ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.
ძალიან საინტერესო კონფერენცია მიმდინარეობს, რომელშიც მონაწილეობას ვიღებ. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მე და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ვხვდებით. მიმაჩნია, რომ ჭეშმარიტი მეგობრობა გვაკავშირებს და იმედი მაქვს, ეს მეგობრობა კიდევ უფრო წარმატებულ თანამშრომლობაში გადაიზრდება.
ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები გვქონდა. მონტენეგრო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარს სრულად უჭერს როგორც ნატოს წევრი და მოწინავე ქვეყანა ევროინტეგრაციის გზაზე, რადგან 33 თავიდან 28 უკვე შესრულებული გვაქვს. იმედი გვაქვს, მომავალი წლის განმავლობაში შემდეგ თავებსაც შევასრულებთ.
ევროკავშირის წევრობისთვის და ყველა თავის შესრულებისთვის შემდგომი ძალისხმევა გვჭირდება. ამიტომ ევროკავშირთან ინტეგრაციისთვის მზაობას გამოვხატავთ. მზად ვართ რჩევის, გამოცდილებისა და რეკომენდაციის გაზიარებისთვის.
უფრო მჭიდრო საპარლამენტო საქმიანობას ვემხრობით. მოგეხსენებათ, რომ კარგი პოლიტიკური ურთიერთობ არის უპირველესი წინაპირობა ეკონომიკური ურთიერთობის გასააქტიურებლად და ეკონომიკაში ჩვენი ურთიერთობ იზრდება.
ასევე ვისაუბრეთ სავაჭრო ბრუნვის გაუმჯობესებაზე. ასევე იმაზე, რომ საქართველო-მონტენეგროს შორის ბევრად უფრო მაღალი მაჩვენებელი გვქონდეს ტურისტთა გაცვლის თვალსაზრისით. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო-მონტენეგროს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო წარმატებული პერიოდი იწყება”, – განაცხადა მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარემ.