ევროპული ფასეულობები - მოქმედებაში: სამუდამო მოსამართლეებმა საქართველოში მარიხუანას დეკრიმინალიზაცია მოახდინეს!
პუბლიკაციები
ევროპული ფასეულობები - მოქმედებაში: სამუდამო მოსამართლეებმა საქართველოში მარიხუანას დეკრიმინალიზაცია მოახდინეს!

      საქართველო, 4 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე პარლამენტის წინააღმდეგ“ გამართულ სხდომაზე ნარკომან შანიძის სარჩელი დააკმაყოფილა და მარიხუანას მოხმარებისთვის სისხლისსამართლებრივი სასჯელი გააუქმა. სასამართლოს საიტზე გამოქვეყნებული გადაწყვეტილების თანახმად, კანაფისა და მარიხუანას მოხმარება სისხლის სამართლის დანაშაულად აღარ ჩაითვლება და არ ექვემდებარება მუხლს „ნარკოტიკული საშუალებების, მათი ანალოგებისა და პრეკურსორების უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა მცირე მოცულობით პირადი მოხმარებისთვის ანდა უკანონო მოხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე“.
ევროსტანდარტების მიხედვით სამუდამოდ დანიშნულმა მისამართლეებმა - ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების მკვლელებმა - დაადგინეს, რომ მარიხუანას მოხმარებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს, რომლის მიხედვით „ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება“. მოსარჩელე - ექსპრეზიდენტის, სამხედრო დამნაშავე და კრიმინალი სააკაშვილის მომხრე - კერძოდ, ამტკიცებდა, რომ „ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს აქვს უფლება, დამოუკიდებლად აირჩიოს დასვენების მისთვის შესაფერისი ფორმა“. „სასამართლომ მიიჩნია, რომ ინდივიდუალური მოხმარების შემთხვევაში სასჯელი არ შეიძლება განიხილებოდეს, როგორც შესაფერისი საშუალება საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად“, - ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
მცირერიცხოვან ოპოზიციურ პარტია „გირჩში“, რომელიც საქართველოში სააკაშვილის ექსმმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბაზაზე შეიქმნა და რომლის წევრიც არის შანიძე, გადაწყვეტილებას „ისტორიული“ უწოდეს: „დღეს ჩვენ მეტი თავისუფლება მივიღეთ! დღეიდან საქართველოში კანაფის მოწევა კრიმინალი აღარ არის! გილოცავთ!“, - წერს ფეისბუქში კიდევ ერთი იმ პარტიის წევრი, რომელიც უსინდისოდ იყენებს ამ სენსიტიურ თემას პოლიტიკური მიზნებით - თავისი ელექტორატის გასაზრდელად! პარტია „გირჩის“ მორიგი საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებიც უკვე შეტანილია საქართველოს პარლამენტში - ეს გახლავთ  მარიხუანას უკველეგალიზაცია, ანუ მისი ღიად გაყიდვა-გავრცელების ნებართვა, მაგალითად, მაღაზიებში, სიგარეტთან ერთად, კაფე-ბარებსა და რესტორნებში („ოფიციანტო, 20 ხინკალი და 10-10 გრამი მარიხუანა მოგვიტანეთ!“), ყველა დანარჩენი არსებული ნარკოტიკის დეკრიმინალიზაცია, აგრეთვე, პროსტიტუციის ლეგალიზაცია.
საქინფორმი
შეახსენებს ტელეკამერებისა და ქართველი ახალგაზრდების წინაშე თავმომწონე პარლამენტარებს - რომ მათ მრავალჯერ მოუხმარიათ და ახლაც იყენებენ მარიხუანას რელაქსაციისთვის! - რომ ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ყოველ 10 ათას ადამიანზე 29 ნარკომანია, მათი მხოლოდ მცირე ნაწილი (11,5%) მკურნალობს. ამასთან, ყველაზე გავრცელებული ნივთიერებაა მარიხუანა - მას 63,9% მოიხმარს. ყველა ნარკომანი მარიხუანათი იწყებდა, რომელიც იწვევს ნარკოდამოკიდებულებას, დოზის მუდმივად გაზრდის აუცილებლობას და ბოლოს - ჰეროინზე, კოკაინზე და სხვა ნარკოტიკებზე გადასვლას! მარიხუანა იწვევს იმპოტენციას და უნაყოფობას, არღვევს ყველა ორგანოს და ფსიქიკას.
გარდა ამისა, საქინფორმი შეგახსენებთ ნარკომანების ძველ ნაცად ტრიუკს - მარიხუანათი და ალკოჰოლით დამალონ ამავე დროს ამფეტამინისა და უფრო მძიმე ნარკოტიკების მიღება!