„არაფერია ტრაგიკული, თუ ვიღაც ვიღაცასთან ისაუბრებს!“ - პროამერიკელი პოლიტმიტროპოლიტი იაკობი ქართული და რუსული ეკლესიების იერარქებს „ვიღაცებად“ იხსენიებს და სახელმწიფო ინტერესებს განსაზღვრავს! - საქინფორმი
რელიგია
„არაფერია ტრაგიკული, თუ ვიღაც ვიღაცასთან ისაუბრებს!“ - პროამერიკელი პოლიტმიტროპოლიტი იაკობი ქართული და რუსული ეკლესიების იერარქებს „ვიღაცებად“ იხსენიებს და სახელმწიფო ინტერესებს განსაზღვრავს! - საქინფორმი

      საქართველო, 4 დეკემბერი, საქინფორმი. ასე შეაფასა საქართველოს საპატრიარქოს დელეგაციის ვიზიტი მოსკოვში ბოდბის ეპარქიის ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა (ერისკაცობაში კონსტანტინე იაკობიშვილი), რომელსაც საქინფორმი დაწვრილებით აშუქებდა (იხ. რუბრიკა „რელიგია“).
როგორც მან ჟურნალისტებს ვაშინგტონიდან ჩამოფრენისას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადა, მოსკოვში შეხვედრების დროს მიღებული შესაძლო გადაწყვეტილება აფხაზეთის თაობაზე საქართველოს სახელმწიფოსა და ეკლესიის ინტერესებს უნდა შეესაბამებოდეს.
„როდესაც რაღაც საკითხებია, ჯგუფები უნდა შეიკრიბონ და იმსჯელონ. შემდეგ ჩვენ ეკლესიაშიც განვიხილ
ავთ. სახელმწიფო ინტერესებსაც უნდა უთანხმდებოდეს და ეკლესიის ინტერესებსაც. ამაში ტრაგიკულს ნურაფერს ხედავთ, თუ ვიღაც ვიღაცასთან ისაუბრებს. გააჩნია, რა შედეგები მოჰყვება.
ეს ჯგუფი არ იქნება იმ უფლებამოსილებით, რომ თავად გადაწყვიტოს საკითხები. პატრიარქთან შეთანხმების გარეშე ვერავინ ვერაფერს გააკეთებს“,-
თქვა საბოლოოდ პოლიტიკაში გადასულმა მიტროპოლიტმა.
ქართული დელეგაცია პატრიარქის ქორეპისკოპოსის, ახალციხისა და ტაო კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორე ჭუაძის ხელმძღვანელობით მოსკოვში პატრიარქობის აღდგენის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრება. პატრიარქ კირილის მიპატიჟების მიუხედავად, მოსკოვში ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ გაემგზავრა ილია მეორე. ვიზიტში მონაწილეობას არ იღებს არც მისი მოსაყდრე, მეუფე შიო მუჯირი.
საქინფორმი აღნიშნავს, რომ მეუფე იაკობი ადრეც პროვინციელი ქართველი პოლიტიკოსის ან კრიმინალური ავტორიტეტის სახეს უფრო შეესაბამებოდა, ვიდრე ღვთისმსახურის, მითუფრო - მაღალი იერარქის. მიტროპოლიტი და ილია მეორის ყოფილი ქორეპისკოპოსი, ის ყოველთვის ამბიციებით შეპყრობილი კარიერისტი და დემაგოგი იყო, აზრის გამოთქმისას უხეში და ხისტი კონსერვატორი, კარის ინტრიგანი და შეთქმული.
მაგრამ აშშ-ში გამგზავრებამდე მეუფე იაკობი ყოველთვის იყო რუსეთ-საქართველოს მართლმადიდებლური ერთმორწმუნეობის მხურვალე მომხრე, ქართული ტრადიციული ულტრანაციონალური ფასეულობების მქადაგებელი, დასავლური ფასეულობების და ლგბტ-საზოგადოების და, შესაბამისად, სააკაშვილის პროდასავლური პარტია „ნაცმოძრაობის“ მტერი, რაზეც მისი ყველა ქადაგება და საჯარო გამოსვლა მეტყველებს - იხ. იუთუბი.
მაგრამ მას შემდეგ, რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მოსაყდრედ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) დანიშნა, ჰიპერაქტიური მეუფე იაკობი სამკვდრო-სასიცოცხლოდ განაწყენდა - ის თითქმის დარწმუნებული იყო, რომ მოსაყდრედ სწორედ მას დაასახელებდნენ, საიდანაც „რბილად“ გადაბრძანდებოდა პატრიარქის ტახტზე.
ამიტომ მეუფე იაკობი მოწინააღმდეგე ბანაკში გადაბარგდა - ამერიკელებს მიეყიდა და თავისი სამსახური შესთავაზა - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სახით ამერიკისკენ და ზურგით რუსეთისკენ შებრუნება, რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან ყოველგვარი კავშირის გაწყვეტა საქართველოს პატრიარქად მისი დანიშვნის სანაცვლოდ. ვაშინგტონში სიხარულით დათანხმდნენ, მიტროპოლიტი კი პოლიტმიტროპოლიტი გახდა და მქადაგებლიდან პროპაგანდისტად გადაიქცა...

 


საქინფორმი