აქტუალური
პარლამენტში მთავრობის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვა მომავალი კვირისთვის გადაიდო

      საქართველო, 1 დეკემბერი, საქინფორმი. როგორც ჟურნალისტებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განუცხადა, სტრუქტურულ ცვლილებებზე ძალიან დიდი პაკეტია წარდგენილი და მისი განხილვა ძალიან ყურადღებით უნდა მოხდეს.
ამ ცვლილებებს მივესალმეთ, რადგან სამთავრობო ცვლილებების თაობაზე კარგი გადაწყვეტილება იყო მიღებული. რაც შეეხება ამ პაკეტის სრულყოფილ განხილვას, სავალდებულო კომიტეტების სხდომები გუშინ დავასრულეთ და მათგან დასკვნები საკმაოდ გვიან მივიღეთ. კომიტეტების მხრიდან წარმოდენილია წინადადებები, რომლებსაც შეჯერება სჭირდება. ჩვენი დეტალური დასკვნის მომზადებისთვის მუშაობა უკვე დავიწყეთ. ეს პოზიცია მთავრობას გავუზიარეთ და უფრო გონივრული იქნება, რომ ამ კვირაში დაჩქარებული წესით განხილვა არ მოხდეს. უმჯობესი იქნება, განხილვები შემდეგ კვირას დავიწყოთ. უფრო მეტი დრო გვექნება, ყველა წინადადება შევკრიბოთ და სრულყოფილი და შეჯერებული პოზიციები გამოვიტანოთ განსახილველად. ჩვენი დასკვნაც გაცილებით უფრო ეფექტური იქნება“, – განაცხადა ბესელიამ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტს საკითხზე დღეს პირველი მოსმენით უნდა ემსჯელა, მაგრამ ვინაიდან საკითხი გადაიდო, მასზე მსჯელობა მომავალ კვირას რიგგარეშე ფორმატში მოხდება.