აქტუალური
საქართველოს სპეციალურ წარმომადგენლად „ახალი აბრეშუმის გზის“ საკითხებში ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე დაინიშნა

      საქართველო, 30 ნოემბერი, საქინფორმი. ახალი აბრეშუმის გზის" პროექტის განსაკუთრებული სტრატეგიული მნიშვნელობის გათვალისწინებით, საქართველოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ეფექტიან და თანამიმდევრული შესრულების მიზნით, „ახალი აბრეშუმის გზის" საკითხებში საქართველოს სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნოს საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე", — აღნიშნულია მთავრობის განკარგულებაში, რომელსაც ხელი მოაწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
თბილისში აბრეშუმის გზის" ორდღიან ფორუმ მონაწილეობდნენ მთავრობის მეთაურები, ვიცე-პრემიერები, მინისტრები, საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნესის, მასმედიის წარმომადგენლები, ასევე სტუმრებისულ 2 ათასამდე დელეგატი.
პროექტის მონაწილე ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები თბილისში მსჯელობდნენ საერთაშორისო და რეგიონული ვაჭრობის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე.
ფორუმის ფარგლებში ხელი მოეწერა რიგ მემორანდუმებს ჩინეთთან, აზერბაიჯანთან და ყაზახეთთან. დოკუმენტების თანახმად, საქართველო შეასრულებს სატრანზიტო ქვეყნის როლს და წარადგენს თავის ეკონომიკურ ზონებს უცხოური წარმოებების განთავსებისთვის.
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" ჩინეთის მთავრობის პროექტის ერთი სარტყელიერთი გზა" ერთგვარი პასუხია, რომელიც მიმართულია დიდი აბრეშუმის გზის აღორძინებაზე.