უცხოეთი
ფხენიანმა დაადასტურა, რომ ახალი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადეს

      საქართველო, 30 ნოემბერი, საქინფორმი. ოფიციალურმა ფხენიანმა დაადასტურა, რომ ახალი საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა გამოსცადეს. ფხენიანის მტკიცებით, ტესტმა, რომელმაც წარმატებით ჩაიარა, აჩვენა, რომ რაკეტას შეუძლია, ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორია დაფაროს.
სახელმწიფო ტელევიზიის მეშვეობით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ჩრდილოეთ კორეამ მიაღწია მიზანს, გამხდარიყო ბირთვული იარაღის ქვეყანა.
რაკეტა, რომელიც ოთხშაბათს დილით გაუშვეს, იაპონიის წყლებში დაეშვა და საერთაშორისო უკმაყოფილება გამოიწვია.
ოფიციალური ფხენიანის ცნობით, რაკეტის გაშვებას თავად ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინიც ესწრებოდა.

1tv.ge