საზოგადოება
მგლები ზესტაფონის რაიონშიც გამოჩნდნენ

volkკახეთის მსგავსად მგლები ზესტაფონის რაიონშიც ესხმიან თავს მოსახლეობას. სოფელ კინოთში მგლებმა 8 ცხვარი დაგლიჯეს. ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, ეს მგლების შემოსევის პირველი ფაქტი არ არის. უკანასკნელი თვეების განმავლობაში მგლები სოფელს თავს უკვე მესამედ ესხმიან. მოსახლეობა შეშინებულია და დახმარებას ხელისუფლებას სთხოვს. ჯერჯერობით მგლების თავდასხმების საწინააღმდეგოდ ზესტაფონის ადგილობრივ ხელისუფლებას რაიმე გადაწყვეტილება არ მიუღია.