სამართალი
სტრასბურგის სასამართლომ მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა

      საქართველო, 29 ნოემბერი, საქინფორმი. ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლომ საქმეზე – ვანო მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ - გადაწყვეტილება გამოაცხადა.
საქმე ეხება ყოფილი პრემიერის საკნიდან გაყვანის ეპიზოდს.
როგორც პირველი არხის კორესპონდენტი სტრასბურგიდან იუწყება, სასამართლომ დადგინა, რომ მისი დაკავება და პატიმრობა იყო კანონიერი. ამავე დროს, 9 ხმით 8-ის წინააღმდეგ, სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა მე-18 მუხლი, რაც არეგულირებს წინასწარი პატიმრობის სხვა მიზნებისთვის გამოყენების აკრძალვას.