აქტუალური
გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა დასრულდა

      საქართველო, 29 ნოემბერი, საქინფორმი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის კახაბერ ქემოკლიძის განცხადებით, შეხვედრაზე იმსჯელეს ადმინისტრაციულ საზღვართან 19 მაისს გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯიოღლის დაკავებისა და ქართული მხარისთვის გადმოცემის საკითხზე, ასევე იმ მნიშვნელოვან ინციდენტებზე, რომლებიც ბოლო ერთი თვის განმავლობაში მოხდა.
მისივე თქმით, საუბარი შეეხო ბოლო დროს განვითარებულ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს, ასევე საზღვრის დარღვევის უკანონო ბრალდებით დაკავებული ქართველების გათავისუფლების საკითხს, გიორგი ლუკავას საქმესა და მამა-შვილი როგავების პრობლემას.
როგორც სუს-ის მაღალჩინოსანმა აღნიშნა, მამა-შვილი როგავების მონახულებას ოჯახი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დრანდის ციხეში უახლოეს მომავალში შეძლებს.