უცხოეთი
რუსეთში კოსმოსური ხომალდის ჩამოვარდნას ეპისკოპოსს აბრალებენ

      საქართველო, 29 ნოემბერი, საქინფორმი. დღეს რუსეთში გადამზიდი რაკეტა Союз-2.1б, 19 თანამგზავრთან ერთად "აღმოასვლეთის" კოსმოდრომიდან გაუშვეს. გაშვების შემდეგ პრობლემები წარმოიშვა, ორბიტაზე გასვლა ვერ შეძლო და ატლანტის ოკეანეში ჩავარდა. აღნიშნულ ფაქტზე ჯერჯერობით კომენტარს როსკოსმოსი არ აკეთებს, თუმცა კომენტარი გააკეთა რუსმა სასულიერო პირმა ანდრეი კურაევმა და სხვა პირებთან ერთად იმ მღვდლების პასუხისმგებლობაზეც ილაპარაკა, რომლებმც რაკეტა აკურთხეს.
„როდესაც ადამიანი რამეს აკეთებს და ცუდად გამოსდის, უნდა დაფქირდეს ამაზე. უცნაურია, რომ ეკლესია მომსახურებას სწევს, მაგრამ მომსახურების ხარისხზე პასუხს არ აგებს. ამაშია პრობლემა - მე ამის ახსნა საღვთისმეტყველო გზით შემიძლია, მესმის, რომ არსებობს ღვთის განგება და ასე შემდეგ, მაგრამ მაინც მგონია, რომ ეპისკოპოსმა ლუკიანმა საკუთარ თავს ეს კითხვა უნდა დაუსვას, ისევე როგორც ეპისკოპოსმა იოანემ, რომელმაც წყალქვეშა ნავი „კურსკი“ აკურთხა. ეს კითხვა სინდისთანაა: ღმერთო, რატომ არ შეისმინე ჩემი ლოცვა? შესაძლოა ჩემი შენთან ურთიერთობა ნაკლებ ნათელია, ვიდრე მე მეჩვენება?“- აცხადებს კურაევი.
დღეს დილით, კოსმოდრომი "აღმოსავლეთიდან" რაკეტა რუსეთის ისტორიაში მეორედ გაეშვა. პირველი რაკეტა 2016 წლის 28 აპრილს გაეშვა. გადამზიდი რაკეტა Союз-ის აქტივაცია, რომლის სტარტს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინი თავად აკვირდებოდა, მხოლოდ მეორე მცდელობაზე შეძლეს.
აღმოსავლეთი - რუსეთის პირველი სამოქალაქო კოსმოდრომია, რომელიც ამურის ოლქში მდებარეობს. მისი მშენებლობა 2012 წელს დაიწყო, რომელსაც არაერთი სკანდალი მოჰყვა. ვრცელდებოდა ინფორმაცია მოპარული ტექნოლოგიის შესახებ და მუშები მასობრივად იფიცებოდნენ, რადგან მათ ხელფასს დროულად არ უხდიდნენ.

imedinews.ge