აქტუალური
“უნდა გავამარტივოთ მოგზაურობა ჩვენს ქვეყნებს შორის, ჩვენი მოქალაქეებისთვის“ - ვლადიმერ გროისმანი

      საქართველო, 28 ნოემბერი, საქინფორმი. ეს განცხადება უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმ გროისმანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
 „ჩვენ უნდა გავამარტივოთ მოგზაურობა ჩვენს ქვეყნებს შორის, ჩვენი მოქალაქეებისთვის. ვიცით, რომ საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები დაინტერესებული არიან ჩვენს ქვეყნებში სტუმრობით და დღეს ჩვენ გამოვთქვით დიალოგის დაწყების სურვილი ID ბარათების აღიარებასთან დაკავშირებით, რათა ჩვენი მოქალაქეებისთვის ჩვენს ქვეყნებში მიმოსვლა უფრო მოხერხებული გახდეს“, - განაცხადა გროისმანმა.