უცხოეთი
ინდონეზიის ხელისუფლებამ ბალიზე ვულკანის ამოფრქვევის საშიშროების გამო, მოსახლეობას სახლების დატოვებისკენ მოუწოდა

      საქართველო, 28 ნოემბერი, საქინფორმი.ინდონეზიის ხელისუფლებამ ბალიზე ვულკანის კიდევ ერთი ამოფრქვევის საშიშროების გამო, მოსახლეობას რეკომენდაცია მისცა, საცხოვრებელი სახლები დატოვონ.
სტიქიის ზონიდან 40 ათასი ადამიანის ევაკუაცია უკვე განხორციელდა. ინდონეზიის ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა, რომელიც მანამდე წითელი კოდით იყო შეფასებული, უმაღლესი დონით განსაზღვრა.
ვულკანის გააქტიურებით გამოწვეული გვალვის გამო ქვეყანაში ხანძრის 500 კერა ფიქსირდება. ექვს რეგიონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. უკვე 18 საათია 18 საათით დახურულია ქვეყნის საერთაშორისო აეროპორტი. გავრცელებული ინფორმაციით, გადადებულია 440 რეისი , 59 ათასი მგზავრი აეროპორტშია ჩარჩენილი. ვულკანის თავზე შავი კვამლი 3 400 მეტრის სიმაღლეზეა.
კუნძულ აგუნგზე მდებარე ვულკანის ამოფრქვევა 25 ნოემბერს დაიწყო. კვამლი და ფერფლი თავდაპირველად 1 500 კილომეტრის სიმაღლეზე ადიოდა. ბოლოს აღნიშნული ვულკანის ამოფრქვევა 1963 წელს მოხდა. მაშინ სტიქიას 1 500 ადამიანი ემსხვერპლა.

1tv.ge