უცხოეთი
ირან-ერაყის საზღვარზე მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 483-ს მიაღწია

      საქართველო, 28 ნოემბერი, საქინფორმი.ირან-ერაყის საზღვარზე მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 483-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ ირანული სააგენტო IRNA ავრცელებს. სტიქიის შედეგად 12 ათასი ადამიანი დაშავდა.
7,3 მაგნიტუდის მიწისძვრა 12 ნოემბერს მოხდა. ყველაზე მეტად სტიქიამ ირანის ქირმანშაჰის პროვინცია დააზარალა. ათასობით ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.
მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა ერაყის ებრილის ჰალაბჯასა და დოჰუკის პროვინციებში, რომლებიც ძირითადად ქურთებით არის დასახლებული. ერაყის ტერიტორიაზე სტიქიას რვა ადამიანი ემსხვერპლა.

1tv.ge