პარლამენტის შენობის წინ დევნილების მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართება

„დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის“ თანათავმჯდომარის – ირაკლი ციკოლიას განცხადებით, დღეს გამაფრთხილებელი აქცია ჩატარდება, რომელზეც, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში დაგეგმილი ფართომასშტაბიანი აქციის თარიღი დასახელდება.
„დღევანდელი აქციის შემდეგ ჩვენ ტაიმ-აუტს ავიღებთ და ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციისთვის მზადებას დავიწყებთ“, - განაცხადა ციკოლიამ.
იძულებით გადაადგილებულ პირთა ფართომასშტაბიანი აქცია, სავარაუდოდ, 2011 წლის 7 თებერვალს გაიმართება.