უცხოეთი
პუტინმა მედიის უცხოელ აგენტად რეგისტრაციის შესახებ კანონს ხელი მოაწერა

      საქართველო, 27 ნოემბერი, საქინფორმი. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, საზღვარგარეთის ქვეყნების მედიის, "უცხოელ აგენტებად" რეგისტრაციაზე კანონს ხელი მოაწერა. ის ძალაში დღესვე შევა.
22 ნოემბერს, რუსეთის ფედერაციულმა საბჭომ მედიასაშუალებების „უცხოელ აგენტად“ რეგისტრაციის შესახებ კანონი დაამტკიცა.
ახალი რეგულაციების მიხედვით, მედიასაშუალებები, რომლებიც უცხო ქვეყნის მთავრობის ან მოქალაქეების მიერ ფინანსდებიან, „უცხოელ აგენტად“ უნდა დარეგისტრირდნენ და შემოსავლების შესახებ ინფორმაცია ფინანსურ უწყებებს პერიოდულად უნდა მიაწოდონ.
14 ნოემბერს, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მოთხოვნის შესაბამისად, ტელეკომპანია Russia Today-ს ამერიკის ბიურო უცხოელ აგენტად დარეგისტრირდა. 18 ნოემბერს, კი სააგენტო Sputnik-ის ამერიკული სამსახურის ჯერიც დადგა. 
15 ნოემბერს, რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც  უცხოური მედიასაშუალებები „უცხოეთის აგენტებად“ ცხადდებიან. შესაბამისი გაფრთხილება „რადიო თავისუფლებამ“, „ამერიკის ხმამ” და მათმა საერთო პროექტმა „ნასტაიაშეე ვრემიამ” მიიღო.

imedinews.ge