უცხოეთი
რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ საბრძოლველად ევროკავშირმა დამატებით 3 მილიონ ევროზე მეტი გამოყო

      საქართველო, 27 ნოემბერი, საქინფორმი. რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ საბრძოლველად ევროკავშირმა დამატებით 3 მილიონ ევროზე მეტი გამოყო.
ორგანიზაციის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილების თანახმად, სტრატეგიულ საკითხებზე მომუშავე ოპერატიული ჯგუფი მომდევნო 3 წლის განმავლობაში ყოველწლიურად 1 მილიონ 100 ათას ევროს მიიღებს.
ბიუჯეტიდან დამატებითი დაფინანსების გამოყოფა 2018 წლიდან დაიწყება და თანხები რუსული მედიის მონიტორინგის გაუმჯობესებას მოხმარდება.
ევროკავშირმა რუსეთის მხრიდან დეზინფორმაციული კამპანიის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლა 2015 წელს დაიწყო. ოპერატიული ჯგუფი ამ დროისთვის ევროპის სხვადასხვა ქვეყნის 14 თანამშრომელს აერთიანებს.

rustavi2.ge