აქტუალური
ავღანეთში კიდევ სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადება

      საქართველო, 24 ნოემბერი, საქინფორმი. ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიის პატრულირებისას საქართველოს შეიარაღებული ძალების სამი სამხედრო მოსამსახურე მსუბუქად დაიჭრა. III ქვეითი ბრიგადის 31-ე ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეების მაიორ პაპუნა ხორავას, კაპრალ ომარ ბერიძისა და კაპრალ ნუგზარ ოსანაძ ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამ დროისთვის ქართველი სამშვიდობოები ბაგრამის საავიაციო ბაზის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფებიან, სადაც მათ საჭირო სამედიცინო კვლევები უტარდებათ.
III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე აშშ-ის სარდლობის დაქვემდებარებაში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ასრულებს.