აქტუალური
საქართველოს საბანკო სექტორის წმინდა მოგება 2010 წელს გაიზარდა და მთლიანობაში 156.3 მილიონი ლარი შეადგინა, ნაცვლად 2009 წელს არსებული 65 მილიონიანი წაგებისა.
როგორც საქინფორმის კორესპონდენტს საქართველოს ეროვნული ბანკიდან აცნობეს, საბანკო სექტორის აქტივების რენტაბელობა 2010 წლის შედეგებით 1,7 პროცენტს შეადგენს, ხოლო კაპიტალის რენტაბელობა – 9,6 პროცენტია (შესაბამისად, ნაცვლად 0,8 და 4,3 პროცენტისა 2009 წელს).