უცხოეთი
საქართველო, 21 ნოემბერი, საქინფორმი. კიევში, "გამარჯვების ხეივანში" ერთი თვის განმავლობაში მეორეჯერ მარადიულ ცეცხლს ცემენტი მოაყარეს. ამის შესახებ კიევის პოლიცია საკუთარ Facebook-ზე წერს. მემორიალში ვანდალებმა ჯვარი ჩაარჭვეს.
მსგავსი ინციდენტი პირველად 7 ნოემბრს მოხდა. ადგილზე მისვლის შემდეგ, პოლიციელებმა აღმოაჩინეს, რომ ცეცხლის ადგილას ცემენტი და 8 ვედრო ეყარა. ვანდალები ჯერჯერობით ვერ იპოვეს.
imedinews.ge