აფხაზური პასპორტების მიღების მსურველები ბევრნი არიან, ამიტომაც მათ თვეობით უწევთ ლოდინი, თანაც აფხაზური პასპორტის მიღების პირობები გაიოლდა. განსაკუთრებით გალის რაიონის მაღალმთიანი სოფლებიდან აფხაზური პასპორტის მიღების მსურველთა 1000-მდე განცხადებაა შესული გალის რაიონის საპასპორტო განყოფილებაში. ამ პასპორტით, რომლის მიღებაც 3000 რუბლი (150 ლარი) ჯდება, შესაძლებელია რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მოხვედრა და გადაადგილება, ამიტომაც ამ პასპორტის აღების სურვილი იმ დევნილებმაც გამოთქვეს, რომლებიც აფხაზეთის ფარგლებს გარეთ ცხოვრობენ.
გავრცელებული ვერსიით, მოსალოდნელია გალის რაიონის დაბალ ზონაში, მდ. ენგურთან, გაიხსნას ოფიციალური გზა – გამშვები პუნქტი, რომელსაც რუსები გააკონტროლებენ. აიკრძალება პარტიზანული გზით ტრანსპორტის გადაადგილება და, გარკვეული რაოდენობის თანხის გადახდის შემთხვევაში, ზუგდიდიდან გალში და პირიქით ტრანსპორტს შეეძლება უსაფრთხო მოძრაობა. როგორც ამბობენ, ეს უკავშირდება რუსი სამხედროებისთვის აშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში რუსი სამხედროების ოჯახებითურთ ჩასახლებას.