ამის შესახებ წიგნის ავტორმა დარეჯან კვარაცხელიამ განაცხადა. მისი თქმით, ნებისმიერი მსურველი, რომელიც პატრიარქისთვის წერილის მიწერას მოისურვებს, წიგნში დაიბეჭდება.
„ერთ–ერთ წირვაზე პატრიარქმა ბრძანა, რომ ადამიანები ერთმანეთს, ძირითადად, სოციალური ქსელებით ეკონტაქტებიან; ხანდახან კი საჭიროა, ერთმანეთს წერილი მისწერონ. სწორედ მაშინ დაიბადა წიგნის გამოცემის იდეა. შევკრიბე რამდენიმე ადამიანის: ანა კალანდაძის, ლეო კვაჭაძის, ოთარ მეღვინეთუხუცესის, მიხეილ სააკაშვილის, ედუარდ შევარდნაძისა და სხვა გამოჩენილ ადამიანთა წერილები, რომლებიც შემდეგ წიგნში დაიბეჭდა“, – განაცხადა წიგნის ავტორმა.
წიგნს "წერილები პატრიარქს" ვიდეო მასალაც ახლავს თან. მასში სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის – ილია II–ის აღსაყდრება, საგალობლები და უწმინდესის მიერ ხელთნაწერი ხატების სურათებია შესული.