საზოგადოება
ავიაკომპანია „ეარ ბათუმი“ საქართველოს ბაზარზე ბრუნდება. მენეჯმენტში აცხადებენ, რომ დაბრუნების კონკრეტული თარიღი რამდენიმე კვირაში დასახელდება. მათი თქმით, პირველ ეტაპზე ფრენები ბათუმის მიმართულებით განახლდება.
კომპანიამ სექტემბრის დასაწყისში მომავალ სეზონამდე შეწყვიტა ფრენები; მის ნაცვლად ბათუმის რეისებს „აირზენა“ ახორციელებდა.
რეისების შეწყვეტის გამო „ეარ ბათუმმა“ მაშინ ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელის კრიტიკაც დაიმსახურა.
მაია სიდამონიძის განცხადებით, ავიაკომპანიას საკმაოდ დატვირთული რეისები ჰქონდა და უცნაური იყო მენეჯმენტის განცხადება ზარალთან დაკავშირებით. სიდამონიძის თქმით, ავიაკომპანიამ რეისები ისე შეწყვიტა, რომ ოფიციალური განმარტებაც არ გაუკეთებია.