აქტუალური
გაიმართა მოლაპარაკება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს შორის, რომელიც რუსეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა

      საქართველო, 16 ნოემბერი, საქინფორმი. იუწყება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ოფიციალური საიტი: პირისპირ საუბრის ფორმატში განხილული იქნა ორი სახელმწიფოს თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის რუსეთში ვიზიტის მიხედვით ორი სახელმწიფოს მეთაურების თანდასწრებით ხელი მოეწერა შეთანხმებას რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკას შორის ჯანდაცვის სფეროში, რომელიც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები რუსეთის მოქალაქეებისთვის სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის და რუსეთის ფედერაციის სამედიცინო დაწესებულებებში მათთვის სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ.
მოპაპარაკების დასრულების შემდეგ ვლადიმერ პუტინმა და ანატოლი ბიბილოვმა პრესისთვის განცხადებები გააკეთეს.
(2017 წლის 14 ნოემბერი, მოსკოვის ოლქი, ნოვო-ოგარიოვო)