აქტუალური
გაუქმებული 4 სამინისტროს შენახვა სახელმწიფო ხაზინას ყოველწლიურად დაახლოებით 350 მილიონი ლარი უჯდებოდა

      საქართველო, 15 ნოემბერი, საქინფორმი. 2018 წლის ბიუჯეტის კორექტირება დაწყებულია. ენერგეტიკის, გარემოს დაცვის, სპორტისა და ევროინტეგრაციის სამინისტროებში სხვადასხვა თანამდებობაზე სულ 2900 თანამშრომელი მუშაობს. ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე ჯერჯერობით ვერ აზუსტებს, 4 სამინისტროს გაუქმებით რა ოდენობის თანხა დაიზოგება.
მოხდება ტექნიკურად გადალაგება ყველა სამინისტროში მათი ფუნქციების მიხედვით. როდესაც ახალი მინისტრები ახალ უწყებებში წარდგებიან და ახალ სტრუქტურებს ჩამოაყალიბებენ, ოპტიმიზაციის ზუსტი რაოდენობა ამ შემთხვევაში გვეცოდინება. ძირითადად ოპტიმიზაცია ადმინისტრაციულ რესურსს შეეხება, რომელიც ამა თუ იმ სამინისტროს ფარგლებში არის პოლიტიკის განმსაზღვრელი დეპარტამენტისთვის. სწორედ ასეთ დეპარტამენტებში მოხდება ოპტიმიზაცია, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.