უცხოეთი
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აშშ-სა და ISIS-ის კავშირის დასამტკიცებლად თამაშის კადრი გამოიყენა

      საქართველო, 15 ნოემბერი, საქინფორმი. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურ Facebook-სა და Twitter-ზე, გამოაქვეყნა სქრინშოტი, რომელიც თითქოს ამტკიცებდა, რომ ამერიკული სპეცსამსახურები, "ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტებს გადაადგილებაში ეხმარებოდნენ.
უწყებაში აცხადებდნენ, რომ კადრები 9 ნოემბერს დააფიქსირეს, ქალაქ აბუ-ქამალში, რომელიც სირიაში, ISIS-ის ერთ-ერთ საყრდენად მიიჩნევა. აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი სქრინშოტი ზუსტად ემთხვევა თამაშის, - AC-130 Gunship Simulator: Special Ops Squadron-ის სცენას.
სოციალურ ქსელებში წამოჭრილი კრიტიკის შემდეგ, უწყებამ პოსტი უკვე წაშალა.

imedinews.ge