სამართალი
გარემოს დაცვის ინსპექცია სატყეო უბნების პერმანენტულ შემოწმებებს ახორციელებს. ინსპექციის კახეთის ბიურომ, ტყის კანონმდებლობის დაცვის შესწავლის მიზნით, საგარეჯოს სატყეო უბნის მე-8 სამცველოს რამდენიმე კვარტალი შეამოწმა.
გარემოზე მიყენებულმა ზიანმა 41 020 ლარი შეადგინა. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს გადაეცემა.