აქტუალური
განათლების ვაშლა-მინისტრი ბიზნესში ბრუნდება?

      საქართველო, 14 ნოემბერი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრი განათლების ყოფილ მინისტრს ალექსანდრე ჯეჯელავას დიპლომატიურ სამსახურში გადასვლას სთავაზობს. ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტის ორ ახალ წევრთან - მამუკა ბახტაძესთან და მიხეილ ჩხენკელთან შეხვედრისას განაცხადა.
სანდრო, შესაძლოა, დიპლომატიურ სამსახურში წავიდეს, თუმცა, როგორც ვესაუბრე, მას გული უფრო ისევ განათლების სფეროში პედაგოგიური მიმართულებით ბიზნესსაქმიანობისკენ მიუწევს და ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს. ის ჩვენი გუნდის წევრი და ძალიან ღირსეული ადამიანია“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.