აქტუალური
დღეს სახელმწიფოს მეთაური არის ცალმხრივი და დგას ოპოზიციის მხარეს - ირაკლი კობახიძე

      საქართველო, 13 ნოემბერი, საქინფორმი. "პალიტრანიუსის" პირდაპირ ეთერში ირაკლი კობახიძემ გიორგი მარგველაშვილსნაციონალური მოძრაობისორი განშტოების დაპატრიოტთა ალიანსისპრეზიდენტი უწოდა.
არ უნდა პოზიციონირებდეს როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს, ის არ უნდა იყოს არც ხელისუფლებასთან დაკავშირებული, არც ოპოზიციასთან. აქ არ არის საუბარი კრიტიკაზე. აქ არის საუბარი, რომ პოლიტიკურად პოზიციონირებს პრეზიდენტი ოპოზიციის მხარეს. ეს არის მოქმედი პრეზიდენტის დღევანდელი პოზიცია, რაც არის არასწორი. ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს არბიტრი, როგორ უნდა მოქმედებდეს არბიტრი. ის უნდა იყოს მიუკერძოებელი და ის უნდა მიანიშნებდეს პრობლემებზე, გადაცდომებზე, როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს. ჩვენ დღეს სხვა ვითარებას ვხედავთ, როდესაც სახელმწიფოს მეთაური არის ცალმხრივი და ის დგას ოპოზიციის მხარეს, - განაცხადა კობახიძემ.