შსს-მ ორი ნარკორეალიზატორი დააკავა
სამართალი
შსს-მ ორი ნარკორეალიზატორი დააკავა

      საქართველო, 10 ნოემბერი, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით 1975 წელს დაბადებული .. - სასაზღვრო გამტარ პუნქტ სადახლოში“, ხოლო 1964 წელს დაბადებული .. გარდაბნის რაიონში, ვაზიანის დასახლებაში დააკავეს.
სამართალდამცველებმა ორივე დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდნენ. პოლიციამ დაკავებულების მიერ გაყიდული ნარკოტიკული საშუალება მეტადონი ნივთმტკიცებად ამოიღო.