აქტუალური
სერგეენკო თუ კვირიკაშვილი? საპრეზიდენტო კანდიდატზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია - ირაკლი კობახიძე

      საქართველო, 10 ნოემბერი, საქინფორმი. „საპრეზიდენტო კანდიდატზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია“, - ამის შესახებ მედიას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე -  განიხილება თუ არა ერთ-ერთ კანდიდატურად მოქმედი ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო? -  პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი წელია დარჩენილი და კანდიდატურა თარიღამდე ცოტა ხნით ადრე დასახელდება.
მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას საქართველოს მოქმედი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც გეგმავს. თუმცა, თავად კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მომავალი წლის არჩევნებზე პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრას არ აპირებს.
საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 2018 წელს ჩატარდება.