უცხოეთი
საქართველო, 10 ნოემბერი, საქინფორმი. აშშ, გერმანია და საბერძნეთი კუნძულ კრეტაზე ერთობლივ სამხედრო წვრთნებს სახელწოდებით Artemis Strike ჩაატარებენ. წვრთნები ერთდღიანია და ის დღეს გაიმართება. ინფორმაციას Newsweek-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, წვრთნების მიზანია ნატოსა და რუსეთს შორის სავარაუდო კონფლიქტის დროს შესაბამისი რეაგირებისთვის მომზადება.
წვრთნებში აშშ-ის 200-ზე მეტი სამხედრო, 650 გერმანელი და 100-ზე მეტი ბერძენი სამხედრო მონაწილეობს.
imedinews.ge