უცხოეთი
საქართველო, 10 ნოემბერი, საქინფორმი. ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი ევროპაში რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად 4 მილიარდ 600 მილიარდ დოლარს გამოყოფს. კანონპროექტის მიხედვით, 350 მილიონი დოლარის დახმარებაა გათვალისწინებული უკრაინისთვისაც. გადაწყვეტილება ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ორივე პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტმა მიიღო.
კანონპროექტის მიხედვით, თანხა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო პოტენციალის გაზრდას და ნატოს მოკავშირეების გაძლიერებას მოხმარდება.
imedinews.ge