საქართველო, 9 ნოემბერი, საქინფორმი. პარტიების დაფინანსების წესის ცვლილებას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეხმიანება. “"მრეწველებს“ სურთ დაფინანსების მიღება იმ ნორმის საფუძველზე, რომელიც არის შემოთავაზებული. სისტემა მე არაერთხელ გამიკრიტიკებია. სამწუხარო მოვლენაა ის, რომ დაახლოებით 20 პოლიტიკური პარტია იღებს დაფინანსებას გადასახადების გადამხდელების ხარჯზე. მთლიანობაში ჩვენ ავწონ-დავწონით ყველა გარემოებას და ამის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით. ზოგადად, პარტიების დაფინანსება საჭიროებს რეფორმას და ამ კუთხით განხორციელდება შესაბამისი ცვლილებები", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კვალიფიციური სუბიექტის სტატუსს კარგავენ: კონსერვატიული პარტია, “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“, რესპუბლიკური პარტია და “ეროვნული ფორუმი”. ოთხივე ეს პარტია ბლოკში “ქართულ ოცნებასთან“ ერთად იყო და სტატუსსა და დაფინანსებას 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე ინარჩუნებდა.