კახი კალაძე გმირთა მოედანზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელის დასუფთავებისთვის „თბილსერვის ჯგუფს“ მადლობას უხდის
საზოგადოება
კახი კალაძე გმირთა მოედანზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელის დასუფთავებისთვის „თბილსერვის ჯგუფს“ მადლობას უხდის

      საქართველო, 9 ნოემბერი, საქინფორმი. გუშინ დილით, როგორც საქინფორმი გაცნობებდათ, თბილისის ახლად არჩეულმა მერმა დედაქალაქის მიწისქვეშა გადასასვლელები მოინახულა და მათი სასწრაფოდ მოწესრიგების განკარგულება გასცა.
გუშინვე საღამოს კახი კალაძე გმირთა მოედნის მიმდებარედ მიწისქვეშა გადასავლელში კიდევ ერთხელ მივიდა, სადაც მიმდინარე დასუფთავების სამუშაოებს გაეცნო და „თბილსერვის ჯგუფს“  მადლობა გადაუხადა.
„თბილსერვის ჯგუფმა“ გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელის დასუფთავება მორეცხვითი სამუშაოებით დაიწყო. აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში, გადასასვლელი სპეციალური ხსნარით დამუშავდა და ე.წ. კერხერის აპარატით მოირეცხა. პარალელურად მიმდინარეობს განათების ქსელის მოწყობა გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელის იმ ნაწილში, სადაც მორეცხვითი სამუშაოები დასრულდა.