აქტუალური
პრაღის ფორმატში ცვლილებები ამ ეტაპზე დაგეგმილი არ არის - ზურაბ აბაშიძე

      საქართველო, 9 ნოემბერი, საქინფორმი. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ პრაღაში 16 ნოემბერს განსახილველ საკითხებზე ipn-თან ილაპარაკა. "პრაღის შეხვედრების დღის წესრიგი ითვალისწინებს სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო და გარკვეული ჰუმანიტარული საკითხების განხილვას. ჩვენ ამჟამად ვაწარმოებთ კონსულტაციებს ჩვენს შესაბამის უწყებებთან, უპირველეს ყოვლისა, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, პრაღაში განსახილველი თემების თაობაზე. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებზე ჩვენ მუდმივი კონსულტაციები გვაქვს ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, რომლებიც დადებითად აფასებენ ამ მიმართულებით საქართველოს პოლიტიკასა და ძალისხმევას. რუსეთთან ურთიერთობის ყველაზე რთული საკითხები, მოგეხსენებათ, ჟენევის საერთაშორისო კონსულტაციების ფარგლებში განიხილება. ეს ფორმატი განსაკუთრებულ მხარდაჭერას საჭიროებს", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
"მომავალი გვიჩვენებს, თუ რამდენად შესაძლებელი და საჭირო იქნება რაიმე ცვლილებები... პრაღის დიალოგი იძლევა არა მხოლოდ გარკვეული პრაქტიკული პრობლემების განხილვის საშუალებას, არამედ იგი ორმხრივი კომუნიკაციის საშუალებაცაა. რაოდენ რთულიც უნდა იყოს მეზობელ ქვეყნებს შორის ურთიერთობა, ასეთი კომუნიკაციის არხის არსებობა ნებისმიერკლიმატურ პირობებშიაუცილებელია", - ამბობს აბაშიძე.