ორ დღეში ტრამპი და პუტინი ერთმანეთს შეხვდებიან
უცხოეთი
ორ დღეში ტრამპი და პუტინი ერთმანეთს შეხვდებიან

      საქართველო, 9 ნოემბერი, საქინფორმი. ორ დღეში შეერთებული შტატებისა და რუსეთის ლიდერები პირისპირ მოლაპარაკებებს გამართავენ. ვლადიმერ პუტინი და დონალდ ტრამპი ვიეტნამში, აპეკის სამიტის ფარგლებში შეხვდებიან.
სერგეი ლავროვმა დაადასტურა, რომ რუსეთის ლიდერი ამერიკელ კოლეგასთან მოლაპარაკებებისთვის მზადაა.
დონალდ ტრამპი 11 დღიან აზიურ ტურნეში იმყოფება. სამხრეთ კორეის შემდეგ, ის ჩინეთს ეწვია და შეერთებული შტატების პირველი ლიდერი გახდა, რომელსაც იმპერატორთა სასახლეში უმასპინძლეს.
ე.წ. აკრძალული ქალაქი დონალდ ტრამპს და მის მეუღლეს პირადად ჩინეთის ლიდერმა დაათვალიერებინა.

rustavi2.ge