შსს-მ გამოძალვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
სამართალი
შსს-მ გამოძალვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

      საქართველო, 8 ნოემბერი, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა 1998 წელს დაბადებული .. გამოძალვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
ბრალდებულმა მიმდინარე წლის ივნისში არასრულწლოვანს მობილური ტელეფონი გამოართვა, ლომბარდში ჩააბარა, ხოლო მის გამოსატანად თანხა აღარ გადაიხადა. არასრულწლოვანმა გადაწყვიტა, ლომბარდიდან თვითონ გამოეტანა ტელეფონი. აღნიშნულის შესახებ შეიტყო ნ.ვ-მ, მივიდა არასრულწლოვანთან და თანხა გამოართვა.
ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის სექტემბერში ამავე არასრულწლოვანს კვლავ მიაკითხა და ძალადობის მუქარით გარკვეული თანხა მოსთხოვა, რის შემდეგაც არასრულწლოვანმა მომხდარის შესახებ მამას აცნობა.
მიმდინარე წლის 20 სექტემბერს ნ.ვ. არასრულწლოვნის მამას დაუკავშირდა და მისი და მისი შვილის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარით გარკვეული თანხის მიტანა მოსთხოვა, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდა.
სამართალდამცველებმა ნ.ვ. სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს.