შსს-მ ნარკორეალიზატორი დააკავა
სამართალი
შსს-მ ნარკორეალიზატორი დააკავა

      საქართველო, 8 ნოემბერი, საქინფორმი. შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს თანამშრომლებმა 1997 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი .. ნარკოდანაშაულისთვის ფონიჭალის დასახლებაში დააკავეს.
ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა. პოლიციამ დაკავებულის მიერ გაყიდული, 16 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი - ე.წ. „სირეცი“ ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის უკანონო გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-5 ნაწილით).