აქტუალური
"მხნეობაში" თაგვი იპოვეს!

      საქართველო, 8 ნოემბერი, საქინფორმი. მოქალაქე ამტკიცებს, რომ პურში, რომელიც ნიკორაში" იყიდა, თაგვი აღმოაჩინა. მისი თქმით, პური ნუცუბიძის პლატოზე მდებარე „ნიკორას“ მაღაზიაში შეიძინა. ეტიკეტის მიხედვით, პროდუქტი კომპანია მხნეობას ეკუთვნის.
„ნიკორას“ სუპერმარკეტების ქსელის წარმომადგენელმა „პირველ რადიოს" განუცხადა, რომ პასუხისმგებლობა „მხნეობას" ეკისრება, რადგან შეფუთვა მიღებისას ვარგისი იყო და ვადაც - შესაბამისი.