უცხოეთი
საქართველო, 7 ნოემბერი, საქინფორმი. მასშტაბური ევაკუაცია მოსკოვში - ბომბის შესახებ ანონიმური შეტყობინების შემდეგ, მაყურებელს დიდი თეატრის შენობა სასწრაფოდ დაატოვებინეს.
რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ევაკუაცია 3000-ზე მეტ ადამიანს შეეხო. თეატრის გარდა, სამართალდამცველებმა მოსახლეობას ახლომდებარე სავაჭრო ცენტრების დატოვებაც მოსთხოვეს.
ადგილზე პოლიციისა და სახანძრო ბრიგადები იყო მობილიზებული. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შენობაში ბომბის არსებობა არ დადასტურდა.
rustavi2.ge