სამართალი
მარტვილის ერთ-ერთი სკოლის 15 წლის მოსწავლეს სასტიკად სცემეს ლგბტ თემის მიმართ განსხვავებული დამოკიდებულების გამო!

      საქართველო, 6 ნოემბერი, საქინფორმი. მოზარდის ინფორმაციით, უთანხმოება სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე დაიწყო, სადაც მოსწავლეები მასწავლებელთან ერთად ფეხბურთელ გურამ კაშიას სამკლაურს განიხილავდნენ. თემა მოგვიანებით ლგბტ თემის მიმართ მოზარდების დამოკიდებულების განხილვაში გადაიზარდა.
მარტვილის სკოლის მოსწავლის თქმით, მისი პოზიციის გამო თანატოლებისგან ფიზიკური დაპირისპირების ობიექტიც გახდა. მისი განცხადებით, გაკვეთილის მერე საკუთარი აზრი მან სოციალურ ქსელშიც დააფიქსირა, რის გამოც ოთხმა თანასკოლელმა სკოლასთან სცემა. ცემის შედეგად 15 წლის მოზარდი საავადმყოფოში მოხვდა. მოსწავლის აზრით, უფროსკლასელები მას სამოქალაქო განათლების პედაგოგის წაქეზებით დაუპირისპირდნენ. ამ პოზიციას მისი ნათესავებიც ეთანხმებიან. პედაგოგი მოსწავლის ნათესავების პრეტენზიებს არ იზიარებს. ინციდენტში მონაწილე პირები პოლიციამ უკვე გამოჰკითხა თუმცა, სავარაუდოდ, მომხდარზე გამოძიება აღარ გაგრძელდება, რადგან მოზარდის მშობლები პოლიციაში საჩივრის შეტანას არ აპირებენ.