დონალდ ტრამპი შესაძლოა ვლადიმერ პუტინს შეხვდეს
უცხოეთი
დონალდ ტრამპი შესაძლოა ვლადიმერ პუტინს შეხვდეს

      საქართველო, 6 ნოემბერი, საქინფორმი. დონალდ ტრამპი შესაძლოა ვლადიმერ პუტინს შეხვდეს. შეერთებული შტატების პრტეზიდენტმა ტელეკომპანია FOX NEWS-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის პრობლემის გადაწყვეტაში რუსეთის პრეზიდენტს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია.
დონალდ ტრამპის თქმით, ოფიციალური ფხენიანის პოლიტიკა შეერთებული შტატებისთვის პრობლემას წარმოადგენს და მიმდინარე პროცესები ჩრდილოეთ კორეისთვის შესაძლოა, სავალალოდ დასრულდეს.
მორიგი მუქარა ფხენიანის მისამართით დონალდ ტრამპმა მის აზიურ ტურნემდე ერთი დღით ადრე გააჟღერა.

rustavi2.ge