საზოგადოება
სოროსის ნაც-თეოლოგები რუსეთის პატრიარქის ინიციატივას აკრიტიკებენ, დანარჩენები კი მხარს უჭერენ

      საქართველო, 3 ნოემბერი, საქინფორმი. დღეს საქინფორმი აფხაზეთში პრობლემების მოგვარების მიზნით  ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე დაწვრილებით იუწყება. თეოლოგების აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით ორად იყოფა.
მაგალითად, ლადო ნარსია ფიქრობს, რომ შეუძლებელია, აქ ვილაპარაკოთ პრობლემის გადაწყვეტაზე“: „ჩვენ ვიცით, რომ რუსეთის ჩართულობით ისტორიას არ ახსოვს რაიმე ტიპის პრობლემის მოგვარება. რუსეთი მხოლოდ და მხოლოდ თამაშობს წესებით, რაც მისი ინტერესების დაცვას და ბერკეტების გამყარებას გულისხმობს ნებისმიერ ასპარეზზე, - განაცხადა ნარსიამ და აღნიშნა, რომ შეხვედრა არ უნდა შედგეს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ეკლესიის დელეგაციის მონაწილეობით და მასში აუცილებლად უნდა მიიღონ მონაწილეობა სხვა ეკლესიების წარმომადგენლებმაც, მაგალითად - კონსტანტინოპოლის საპატრიარქოდან.
განსხვავებული მოსაზრება აქვს ლევან აბაშიძეს: „რუსეთის ეკლესია არ აღიარებს არც აფხაზეთის, არც სამხრეთ ოსეთის .. მოუკიდებელ ეკლესიებს. ის აღიარებს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
ეს, ჩემი აზრით, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ, ჩვენმა ეკლესიამ ეს უნდა გამოიყენოს. ამიტომ შეხვედრები უნდა იყოს.
თავისთავად შეხვედრა არ ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება იქნება ორივე მხარისთვის მისაღები. მაგრამ ჩემი აზრით, ასეთი შეხვედრები და დიალოგი არის აუცილებელი, - განაცხადა ლევან აბაშიძემ.