„ორი ტრუპი“ თავისუფლებაზე გამოდის?!
სამართალი
„ორი ტრუპი“ თავისუფლებაზე გამოდის?!

      საქართველო, 3 ნოემბერი, საქინფორმი. სააკაშვილის „ლეგენდარულმა“ ხერხემალმა - შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა (მეტსახელად ორი ტრუპი მინდა), შესაძლოა, მალე საპატიმრო დატოვოს. მერაბიშვილს ჯამში 6 წელი და 9 თვე აქვს მისჯილი, საპატიმროში კი 4 წელი და 5 თვე უკვე გაატარა და, როგორც მისი ადვოკატი აცხადებს, მოხდილი სასჯელი ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიას ავალდებულებს, საქმეს გადახედოს და მისი საპატიმროდან გათავისუფლებაზე იმსჯელოს.
საპირისპირო ინფორმაციას ავრცელებს სასჯელაღსრულების სამინისტრო. კახი კახიშვილის უწყებაში ამბობენ, რომ მერაბიშვილს საკმარისი სასჯელი არ მოუხდია იმისთვის, რომ ექსპრემიერის საკითხზე ე.წ. უდოს კომისიამ იმსჯელოს.
მერაბიშვილის ადვოკატის მტკიცებით, ხელისუფლებას ახლო მომავალში ექსპრემიერის გათავისუფლება ნებისმიერ შემთხვევაში მოუწევს, რადგან დაცვის მხარე სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში ელოდება.