შსს-მ გამოძალვის ფაქტი აღკვეთა
სამართალი
შსს-მ გამოძალვის ფაქტი აღკვეთა

      საქართველო, 3 ნოემბერი, საქინფორმი. შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალციხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 1988 წელს დაბადებული .. გამოძალვის ბრალდებით ახალციხეში დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ახალგაზრდა მამაკაცს მისი ცოლის პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოების სოციალურ ქსელში განთავსების მუქარით 5 000 აშშ დოლარს სძალავდა.
სამართალდამცველებმა თ.ი. მანამდე დააკავეს, ვიდრე მოქალაქე მას მოთხოვნილ თანხას გადასცემდა. გამოძიება დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის ფაქტზე მიმდინარეობს.