„მეგის ქარდავას დაკავება ქართული მხარის მოთხოვნის საფუძველზე მოხდა“ - გიორგი გოგაძე
სამართალი
„მეგის ქარდავას დაკავება ქართული მხარის მოთხოვნის საფუძველზე მოხდა“ - გიორგი გოგაძე

      საქართველო, 3 ნოემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ განცხადება საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილემ გიორგი გოგაძემ გააკეთა. მისი თქმით, უკვე გაგზავნილია მოთხოვნა მეგის ქარდავას ექსტრადირების შესახებ, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია ვადები, თუ როდის გადმოსცემს უკრაინა ქარდავას ქართულ მხარეს.
უკრაინაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი მეგის ქარდავა დააკავეს, რომელიც ქართული მხარის მოთხოვნით ინტერპოლით ძებნილთა სიაში იყო. საქართველოს მთავარი პროკურატურა მას რამდენიმე გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეში მონაწილეობას ედავება. ქარდავას დაუსწრებლად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული.