12 ნოემბერს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტური გაიმართება
პოლიტიკა
12 ნოემბერს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტური გაიმართება

      საქართველო, 3 ნოემბერი, საქინფორმი. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თვითმმართველი ქალაქის - ქუთაისის და თვითმმართველი თემების: ყაზბეგის, ხაშურის, ბორჯომის, ოზურგეთისა და მარტვილის მერების 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტური 2017 წლის 12 ნოემბერს დანიშნა.
საერთო ჯამში არჩევნების მეორე ტური ჩატარდება 317 საარჩევნო უბანზე, ხოლო რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობა ექვსივე საარჩევნო ოლქში 328 304-ს შეადგენს.