"სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, როგორიც არ უნდა იყოს, მერაბიშვილის გათავისუფლებას ვერ გამოიწვევს!"- თეა წულუკიანი
აქტუალური
"სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, როგორიც არ უნდა იყოს, მერაბიშვილის გათავისუფლებას ვერ გამოიწვევს!"- თეა წულუკიანი

      საქართველო, 3 ნოემბერი, საქინფორმი. ვანო მერაბიშვილის ვადამდე ადრე გათავისუფლების საკითხი არის განხილვის პროცედურა და ყველა მასთან დაკავშირებული საკითხი გაწერილი კანონით. აქ არ შეიძლება არსებობდეს რაიმე სახის სპეკულაციები. ამასთან დაკავშირებით სასჯელაღსრულების სამინისტრომ აბსოლუტურად ნათელი და გასაგები განცხადება გაავრცელა, დანარჩენი არის პროცედურის საკითხი. არ მგონია, რომ თანამდებობის პირებს შეუძლიათ, რაიმე ტიპის განცხადებები აკეთონ ამ თემაზე. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში ვართ ჩვენც და მეორე მხარეც. როგორიც არ უნდა იყოს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, ეს ვერავითარ შემთხვევაში ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებას ვერ გამოიწვევს, - აცხადებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.